პაპუაშვილი: 26 ოქტომბრის არჩევნები ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხზე გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება
26 ოქტომბრის არჩევნები ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხზე გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს.
პაპუაშვილი ამბობს, რომ რეფერენდუმი პირდაპირი წესით ამ საკითხებზე ვერ ჩატარდება, თუმცა მისი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები გარკვეულწილად იქნება რეფერენდუმი.
რეფერენდუმი ბევრი მიზეზის გამო არ ტარდება საქართველოში, მათ შორისაა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნები, ამავე დროს კანონთან დაკავშირებით რეფერენდუმი ვერ ჩატარდება. თუმცა, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება გარკვეულწილად რეფერენდუმი ამ თემებთან დაკავშირებით და მოქალაქეები თავისი გადაწყვეტილებით ამ საკითხებზეც დააფიქსირებენ თავის პოზიციას. ოპოზიცია იმასაც ვერ ბედავს, რომ ამ თემაზე თავისი პოზიცია გამოთქვას, რადგან იყურება თავისი მფარველებისკენ და ერიდება ამ თემებზე საუბარი - ამაზე პასუხს მიიღებს 26 ოქტომბერს. დაწვრილებით ჩაბარდება პასუხი საქართველოს მოქალაქეებისგან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.