"სუსი გადაიქცა რუსული სპეცსამსახურების დანამატად" - უსაფრთხოების ექსპერტები ტერორის უკან "რუსულ თამაშს" ხედავენ
"რუსული თამაში" - ასე აფასებს უსაფრთხოების ექსპერტი ტელეგრამ არხებზე გავრცელებულ მუქარის შემცველი შეტყობინებების სერიას.
"სუსი გადაიქცა რუსული სპეცსამსახურების დანამატად" - თქვა ექსპერტმა, გივი ჯგერენაიამ "პირველებთან" საუბრისას.
ყოველთვის, როცა დუღილის ტემპერატურა იწევს ქვეყანაში, ხდება მსგავსი ტიპის დანაშაულებებზე აქცენტირება. რაც ვიხილეთ გუშინაც, რაც გავრცელდა, ეს იყო სკოლებზე, ისეთ დაწესებულებებზე, მოლებზე და ა.შ., სადაც კონკრეტულად არის თავშეყრის ადგილები. პირველ რიგში, ეს ყველაფერი არის მიმართული იქითკენ, რომ საპროტესტო მუხლი იქნას ჩახშული. როდესაც მაღალია პოლიტიკური ტემპერატურა, ასიდან ას შემთხვევაში გამოიყენება მსგავსი ძალიან ცუდი მეთოდი და ტენდენცია, რაც სახეზე გვაქვს ახლა. რა თქმა უნდა, რუსული თამაშია, ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სუსი გადაიქცა რუსული სპეცსამსახურების დანამატად, - ამბობს გივი ჯგერენაია.
პანიკა და მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორი ღამით დაიწყოო. რუსულენოვან ტელეგრამ შუახანებში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლებში ტერაქტები იგეგმებოდა. ანონიმურმა პირებმა წინასწარ დაწერეს სკოლების ჩამონათვალი და სავაჭროო ცენტრების მისამართებიც, სადაც მათი მტკიცებით, 20-მდე ადამიანის მკვლელობის სერიას აპირებდა. ამის შემდეგ საჯაროო იწოლები პოლიციის და კინოლოგების ალყაში მოაქციეს.
გვიან ღამემდე საგამოძიებოო სამსახურები, იარაღებს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებდნენ. დილიდან პოლიცია ამოწმებს. სავაჭრო ცენტრებსაც.
საგამოძიებოო სამსახურები იტყობინებიან, რომ რუსულ ტელეგრამ არხებში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
ამ დრომდე არ გამოვლენილა და პასუხისგებაში არ მიცემულა პირი, რომელმაც საზოგადოება პანიკაში ჩააგდო. რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე გავრცელებული მუქარის შემცველი შეტყობინებებიდან უკვე 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა დაკავებული არავინაა. ანონიმური პირი მთელი ღამე სკოლებში ტერაქტებით იმუქრებოდა.
"პირველების" ხელშია, აუდიო ჩანაწერიც, რომლითაც ირკვევა, რომ სკოლის დირექტორები მშობლებს მოუწოდებდნენ, რომ მოზარდები არა თუ სკოლაში, არამედ ქუჩაშიც კი არ გაეშვათ.