კობახიძე "დინამოს" რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადების გამო თავს ესხმის

22.04.24 14:20
 კობახიძე "დინამოს" რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადების გამო თავს  ესხმის

საქართველოს პრემიერი თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძის გაღიზიანება საფეხბურთო კლუბის მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო  განცხადებებმა გამოიწვია. 

"ცოტა ხნის წინ, ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის თბილისის დინამოს ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. ეს ადამიანები თბილისის დინამოს სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს.რამდენიმე დღის წინაც,  რა შუაშია თბილისის დინამო, გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი" - აღნშნა მან. 

შეგახსენებთ, FC Dinamo Tbilisi-მა რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

ჩვენი ევროპული მომავალი - ჩვენი ეროვნული არჩევანია - დაწერა კლუბმა facebook-ის ოფიცილურ გვრდზე. 

ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია! - წერია განცხადებაში. 

 

 

მსგავსი სიახლეები