ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა

22.04.24 14:24
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა

ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა - მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომ სტადიონი 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. 

„გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს.

„ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართველი გულშემატკრივრებისთვის, ჩვენ დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები