სახელმწიფო პირდაპირ მეუბნება, რომ ყველაზე ღირსეულმა ადამიანმა მცემა (ხარებამ) - აქციაზე დაშავებული
"ყველა ერთი სცენარითაა ნაცემი - ანუ გვცემეს, გადაგვიყვანეს მანქანაში და იქ მერე ხარებამ დაგვამუშავა," - ამ განცხადებას აქტივისტი ლევან ბუდაღაშვილი "პირველებთან" აკეთებს და ამბობს, რომ ძალადობაში ზვიად ხარატიშვილი ე.წ. ხარება მონაწილეობდა.
ბუდაღაშვილს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ დრომდე ექსპერტიზაც კი არ დანიშნულა მათი დაზიანებების აღსაბეჭდად.
ყველა ერთი სცენარითაა ნაცემი - ანუ გვცემეს, გადაგვიყვანეს მანქანაში და იქ მერე ხარებამ დაგვამუშავა. სახელმწიფო პირდაპირ მეუბნება, რომ ყველაზე ღირსეულმა ადამიანმა მცემა და არ ვიცი, რანაირად იქნება. სპეციალური გამომძიებელი დამიკავშირდა ორჯერ, იმის მერე კონტაქტი აღარ გვქონია, არ ვიცი, რას ელოდებიან, ექსპერტიზაც იმათ უნდა დანიშნონ, ველოდები, როდის მოხდება კონტაქტი,“ - განაცხადა ბუდაღაშვილმა.