"ხარება" მირტყამდა და ჩემს გვარს მამეორებინებდა - ინტერვიუ სასტიკად ნაცემ კაცთან (ვიდეო)
პირველი კადრები და ინტერვიუ აქციის მონაწილესთან, რომელიც ამტკიცებს, რომ მასზე ძალადობაში პირდაპირ სპეცრაზმის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" მონაწილეობდა.
ლევან ბუდაღაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ თავდაპირველად, კორდონში გაატარეს, სადაც წიხლები და ხელკეტები ურტყეს, რის შემდეგაც ის სპეციალური რაზმის დანიშნულების თანამშრომლებმა დააკავეს.
როგორც ბუდაღაშვილი "პირველების" კორესპონდენტს უყვება, პოლიციის ავტომობილში ჩასმის შემდეგ, ადგილზე "ხარება" გამოჩნდა, რომელიც აქციის მონაწილის მტკიცებით, მას ფიზიკურად დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში უსწორდებოდა და ამ ყველაფერს მობილურით იღებდა.
"როდესაც ვუმეორებდი ჩემს გვარს, რაღაც მომენტში მითხრა, შენ ხომ მაინც ვერ გამასწარიო" - იხსენებს აქციის მონაწილე და ამატებს, რომ ასეთი სისასტიკის მიზეზი მისი ძმის, ზურაბ ბუდაღაშვილის გამო გახდა, რომელიც გავრილოვის ღამეს ხელისუფლებამ დააკავა, შემდეგ კი ქვეყანა იძულებით დაატოვებინა.
რომ გადმომიყვანეს პატრულის მანქანაში, პატრული უნდა დაძრულიყო და ვიღაცამ დაიძახა, ერთი წუთით არ წახვიდეთო. პატრულის მძღოლი გადავიდა. ხარებამ გამოაღო კარები, მოიწიე აქეთო, თან ტელეფონით მიღებს და იქ წავიდა ფურთხება, თავში ხელის ჩარტყმა. შენი ისე, შენი ასე. სულ მამეორებინებდა, რა გვარი ხარო და თან სულ ტელეფონით მიღებდა. რომ ვუმეორებდი ჩემს გვარს რაღაც მომენტში მითხრა, შენ ხომ მაინც ვერ გამასწარიო", - ამბობს ლევან ბუდაღაშვილი.