რომც დაიწყოს გამოძიება ფორმალურად, არ მაქვს იმედი, რომ წარიმართება, როგორც საჭიროა - სიხარულიძე

22.04.24 15:34
რომც დაიწყოს გამოძიება ფორმალურად, არ მაქვს იმედი, რომ წარიმართება, როგორც საჭიროა - სიხარულიძე

"რომც დაიწყოს გამოძიება ფორმალურად, არ მაქვს იმედი, რომ წარიმართება, როგორც საჭიროა" - ამ განცხადებას "პირველებთან" რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ნოდარ სიხარულიძე აკეთებს.

როგორც სიხარულიძე იხსენებს, დარბევა მოულოდნელად დაიწყო, არ უძღოდა ამას წინ დაპირისპირება და სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდნენ.

არ ყოფილა შეჯახება სპეცრაზმთან და დაპირისპირება, ისინი გადმოვიდნენ დარბევაზე, ჩვენ გავიქეცით, ისინი არ გვაძლევდნენ საშუალებას, სწრაფად გავქცეულიყავით, ფეხებში გვირტყამდნენ ე.წ. დუბინკებს, ამასობაში ხალხი ეცემოდა, ერთ მომენტში, გაქცევის პროცესში ვიგრძენი სახეში ძალიან ძლიერი დარტყმა - მომხვდა ცხვირის და პირის მიდამოში, შეუძლიათ, დასაჯონ მშვიდობიანი მომიტინგეები და ამაზე არანაირი პასუხი არ აგონ, რომც დაიწყოს გამოძიება ფორმალურად, არ მაქვს იმედი, რომ წარიმართება, როგორც საჭიროა,“ - ამბობს ნოდარ სიხარულიძე.

სიხარულიძე იხსენებს, რომ სპეცრაზმელები თავდასხმაზე მოულოდნელად გადავიდნენ - "ზოგს თავში მოხვდა, ზოგს ნეკნებში, ზოგს გადაუარეს, დუბინკებს და მუშტებსაც აქტიურად იყენებდნენ". 

მსგავსი სიახლეები