"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა
პარტია "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრა 15:00 საათზე ჩაინიშნა. უმრავლესობის სხდომა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში დაგეგმილ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით ჩაინიშნა.
უცნობია, შეეხება თუ არა შეხვედრა ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს.
უმრავლესობის წევრები ამ წუთებში იკრიბებიან.