თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია იმართება
თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია იმართება. კონფერენცია სახელწოდებით "რუსეთი და მსოფლიო" მიზიდულობის ძალები" დღეს გაიხსნა.
კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტია (НИИКР) - ინსტიტუტის დამფუძნებლები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) საგარეო დაზვერვის (СВР) და КГБ-ს ვეტერანები არიან.
ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული მედია АГЕНСТВО ავრცელებს.
ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნებული ანონსის მიხედვით, შეხვედრის მთავარი თემა იქნება "ტრადიციული ღირებელებები როგორც ერთა დაახლოების ფაქტორი."
კონფერენციაზე სიტყვით გამოვა НИИКР-ის დირექტორის მოადგილე, ვალენტინა კომლევა, პოლიტ-ტექნოლოგი ევგენი მინჩენკო, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (РАН) წამყვანი სამეცნიერო თანამშრომელი, ალექსანდრ იაკოვლევი.
კონფერენციის ორგანიზატორები 2 ქართული და 1 რუსული ორგანიზაციაა: ევრაზიის ინსტიტუტი და SIKHA foundation (ქართული) და НИИКР (რუსული).
რაც შეეხება კონფერენციის ქართველ ორგანიზატორებს, SIKHA foundation-ის დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძეა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსეთის პროპაგანდისტული არხების ხშირი სტუმარია.
ევრაზიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ასევე პრო-რუსული განწყობებით ცნობილი, გულბაათ რცხილაძეა.
კონფერენციის ადგილს ორგანიზატორები არ ასაჯაროვებენ.