სპეცსამსახურები კონფერენციებზე დადიან? - რას ამბობს თბილისში პრორუსული კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი
"სპეცსამსახურები კონფერენციებზე დადიან?" - ასე პასუხობს "პირველების" კითხვას გულბაათ რცხილაძე, რომელიც თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
როგორც რცხილაძე ამბობს, ადგილსამყოფელის გასაიდუმლოების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ქვეყანაში პროევროპული აქციების გამო მიიღეს.
რცხილაძე არ პასუხობს კითხვას, ვინ აფინანსებს ამ კონფერენციას.
მარტო მე არ ვარ ამის ორგანიზატორი, არის ხალხია, სტუმრებია, მოგეხსენებათ, რა ავადმყოფური სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში, რაღაც მიტინგ-მგოსნები, ხალხი რომ მშვიდად იყოს, შეიძლება იმიტომ არ მოახდინეს აფიშირება.
არიან სტუმრები ჩამოსული, ორი კაცია ჩამოსული რუსეთიდან, პროფესორები არიან,“ - ამბობს რცხილაძე.
თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია იმართება. კონფერენცია სახელწოდებით "რუსეთი და მსოფლიო" მიზიდულობის ძალები" დღეს გაიხსნა.
კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტია (НИИКР) - ინსტიტუტის დამფუძნებლები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) საგარეო დაზვერვის (СВР) და КГБ-ს ვეტერანები არიან.
რაც შეეხება კონფერენციის ქართველ ორგანიზატორებს, SIKHA foundation-ის დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძეა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსეთის პროპაგანდისტული არხების ხშირი სტუმარია.
ევრაზიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ასევე პრო-რუსული განწყობებით ცნობილი, გულბაათ რცხილაძეა.