საშუალებას იძლევა, ქვეყანაში უფრო მეტი კაპიტალი, ინვესტიცია, ქონება მოვიზიდოთ - დავითაშვილი ოფშორების კანონზე

22.04.24 17:26
საშუალებას იძლევა, ქვეყანაში უფრო მეტი კაპიტალი, ინვესტიცია, ქონება მოვიზიდოთ - დავითაშვილი ოფშორების კანონზე

ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის ფულის დასაცავად მიღებული კანონი, ქვეყანას უცხოურ კაპიტალს მოუტანს.

ეკონომიკის მინისტრმა დღეს პირველად გააკეთა კომენტარი სამ დღეში სამი მოსმენით მიღებულ სადავო კანონზე.

ეს კანონი საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში უფრო მეტი კაპიტალი, ინვესტიცია, ქონება მოვიზიდოთ და საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანა იყოს. კანონის მოტივაცია ეს არის ... საქართველოს რეპუტაცია არანაირად არ დაზიანდება", - თქვა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები