"ოცნების" კონტრაქცია და ახალგაზრდების პასუხი ივანიშვილს - რუსული კანონის მოწინააღმდეგეები 29 აპრილს აქციას არ გამართავენ
"პირველების" ინფორმაციით, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები 29 აპრილს საპროტესტო აქციას არ გამართავენ - შვილების თაობა "ქართულ ოცნებას" ეუბნება, რომ პროვოკაციებს არ აყვებიან და საკუთარ სიმართლეს მშვიდობიანი გზებით დაამტკიცებენ.
რუსული კანონის მოწინააღმდეგები ღიად აცხადებენ, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება ოკუპანტების ინტერესებში შედის. ამიტომ მათი თქმით, მოქალაქეები რუსული წესებით თამაშს არ აპირებენ და შესაბამისად, 29 აპრილს აქციას არ აანონსებენ.
შვილების თაობის წინააღმდეგ ბრძოლა დაანონსებულია - "ქართული ოცნება" კონტრაქციისთვის ემზადება. ახალგაზრდების მასშტაბური დემონსტრაციებით შეშინებული ივანიშვილის ხელისუფლება ძალის დემონსტრირებას 29 აპრილს შეეცდება. საგანგებოდ ამ დღისთვის კულისებს ივანიშვილიც დატოვებს. ოლიგარქი, როგორც "ოცნების" მაშველი რგოლი, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე მივა.