ევროპელი მინისტრები საქართველოში ჩამოვლენ? - დეტალები EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოდან

22.04.24 20:39
ევროპელი მინისტრები საქართველოში ჩამოვლენ? - დეტალები EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოდან

საქართველოში არსებული სიტუაცია დღეს EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს -  როგორც ევროკავშირის საგარეო სხდომის დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა,  შესაძლოა  ევროპელი მინისტრები ჩავიდნენ საქართველოში: "გაიჟღერა მოწოდებამ, რომ ევროპელი მინისტრები ჩავიდნენ საქართველოში".

"საქართველოში არსებული სიტუაცია დღეს EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. გაიჟღერა მოწოდებამ, რომ ევროპელი მინისტრები ჩავიდნენ საქართველოში, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასულიყო ბრიუსელში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოზე," - წერს იოზვიაკი.

ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა დღეს, 22 აპრილს გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში განვითარებული პროცესები იყო. 

დღის წესრიგის მიხედვით, განხილვის მთავარი თემა ომში ჩართული ქვეყანა, უკრაინაა. შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტის შემდეგ, უკვე ევროკავშირი მსჯელობს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე.

 

მსგავსი სიახლეები