აქ ვდგავართ უახლოეს წუთებში გამოვიდნენ - მამუკა ხაზარაძე "ოცნებას" შეხვედრისკენ მოუწოდებს

11.07.21 16:08
აქ ვდგავართ უახლოეს წუთებში გამოვიდნენ - მამუკა ხაზარაძე "ოცნებას" შეხვედრისკენ მოუწოდებს

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფება და პარტიის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.

ამდენი პოლიციელი რომ ყოფილიყო 5-ში, ჩვენ ესე მძიმე დღეს არ მივიღებდით და არ დავკარგავდით ახალგაზრდა ლექსოს სიცოცხლეს. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" სასწრაფო წესით მოხდეს ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა რათა სიტუაცია იყოს განმუხტული. ამ ქვეყანას ჭირდება პოლიცია, რომელიც დაიცავს კანონს. არანაირი ვადა აქ ვდგავართ უახლოეს წუთებში გამოვიდნენ, ჩვენ შევალთ და დავილაპარაკებთ, ეს ყველაფერი დამტავრდება ძალიან ცუდად", - ამბობს ხაზარაძე.

"ოცნების" ოფისთან ასევე იმყოფებიან ნიკა მელია,  ელენე ხოშტარია და სამოქალაქო აქტივისტები. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სიტუაცია ადგილზე  რამდენჯერმე დაიძაბა.