"ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. ისინი პოლიციამ მას შემდეგ დაკავა, რაც შენობისთვის წითელი საღებავების შესხმა სცადეს. ერთ-ერთი აქტივისტი ნიკუშა ფარულავა დაკავებისას ცუდად გახდა და წაიქცა.
„ოცნების“ ოფისთან იმყოფებიან პოლიტიკოსები ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ელენე ხოშტარია.ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.