„ოცნება“ კრიტიკაზე რეაგირების ნაცვლად თავებს ითვლის - გახარიას გუნდი

23.04.24 12:11
„ოცნება“ კრიტიკაზე რეაგირების ნაცვლად თავებს ითვლის - გახარიას გუნდი

 სახდეპის ანგარიში საქართველოს არსებულ რეალობას ობიექტურად ასახავს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ამ ფონზე „ოცნება“ კრიტიკაზე რეაგირების ნაცვლად თავებს ითვლის.

ეს არის ყოველწლიური ანგარიში და ერთ-ერთი უმძიმესი შეფასება, რაც მე მინახავს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან და ობიექტურად ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია, სამწუხაროდ. დღეს ხელსუფლება პრობლემების გადაჭრის ნაცვლად დაემსგავსა წინამორბედ ხელისუფლება, სადაცა ქციების, კონტრაქციების და თავების თვლის პოლიტიკაზეა გადასული, - ამბობს ბექა ლილუაშვილი. 

საქართველოს შესახებ ბაიდენის გუნდის უწვავეს ანგარიშს აქვყენებს. დოკუმენტში 2023 წლის ის მოვლენები მოხვდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის. სასამართლო კლანის გარდა დოკუმენტში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. კრიტიკულად არის შეფასებული ქვეყნაში ადმიანის უფლებების მდგომარეობა. ანგარიშში საუბარია წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის  და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის მცდელობებზეც. ანგარიშში მოხვდა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეც. 

მსგავსი სიახლეები