არც კი აქვს წაკითხული კანონპროექტი - პაპუაშვილის პასუხი ბორელს
როგორ პასუხობს "ქართული ოცნება" საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელს, რომელმაც საქართველოს მთავრობას დაუმარცვლა, რომ რუსული კანონი "შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან".
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს.
მე დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ", - ამბობს პაპუაშვილი.
პირველ რიგში, როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. შეიძლება, ეს სხვების ინტერესებში არ შედიოდეს - განსაკუთრებით, მათი, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის. სამწუხაროდ, საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა. მაგალითად, ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, რაც სწორედ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოა.
1 წლის განმავლობაში, პირადად მე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, EU-ს წარმომადგენლები დამერწმუნებინა, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარულად დაფინანსება არასწორი საქციელია. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი და კანონის მიღება ამიტომაც გვიწევს ... მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი"- დასძინა მან.