ჩამობრძანდეს, კანონი ერთად წავიკითხოთ, თვალებში ჩაგვხედოს და გვითხრას, რომელი წინადადება არ მოსწონს - მაჭარაშვილი ბორელს
ჩამობრძანდეს, კანონი ერთად წავიკითხოთ, თვალებში ჩაგვხედოს და გვითხრას, კანონში რომელი წინადადება არ მოსწონს - "ოცნების" დანაყოფი ჯოზეფ ბორელს მიმართავს.
გურამ მაჭარაშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განცხადებამ წყობიდან გამოიყვანა.
მაჭარაშვილი ბორელს ურჩევს, ქართველი ხალხის შეურაცხყოფას თავი დაანებოს.
„მახსოვს, როდესაც ჯოზეფ ბორელი საქართველოში იყო ჩამოსული, პრემიერ ღარიბაშვილთან ვერაფერი თქვა იმ სიმართლის საწინააღმდეგოდ, რაც არსებობს. ახლა იქიდან ცალმხრივად რატომ ლაპარაკობს? ჩამობრძანდეს, კანონი ერთად წავიკითხოთ, თვალებში ჩაგვხედოს და გვითხრას, კანონში რომელი წინადადება არ მოსწონს.
ორმხრივი მეგობრობა არსებობს, რაც კარგად იცის ევროპამაც და ევროკავშირმაც. თხოვნაა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფას ყველამ თავი დაანებოს, რომელიც კარგად ხვდება, სადაც არის სიმართლე და ტყუილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ - განცხადება ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.
ჯოზეფ ბორელი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კანონპროექტის ხელმეორედ ინიციირებით საკუთარი ვალდებულება არ შეასრულა.