გადადგეს ღარიბაშვილი და მთავრობა - მედიამენეჯერების მიმართვა

11.07.21 17:00
გადადგეს ღარიბაშვილი და მთავრობა - მედიამენეჯერების მიმართვა

"გადადგეს ღარიბაშვილი და მთავრობა" - "ქართული ოცნების" ოფისთან საგანგებო განცხადება მედიამენეჯერებმა გააკეთეს. ტვ პირველის, მთავარი არხის, ფორმულას და კავკასიას დირექტორები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ და  საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებენ. აქცია 18:00 საათზე დაიწყება. 

მინდა განსაკუთრებით მივმართო მშობლებს, დღეს ჩვენ არაფერი დაგვრჩა გარდა სოლიდარობისა. გამოდით მშობლებო, მე როგორც ერთი მშობელი აქ ვდგავარ რომ დავიცვა ჩემი შვილების სიცოცხლე. მე ვერ დავიცავი ჩემი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე, ბოდიშს ვუხდი მე მის ოჯახს, ჩემ თავს დამნაშავედ ვთვლი, ბოდიშს ვუხდი მშობლებს, მის მეგობრებს, ნათესავებს, მე ვერ დავიცავი ჩემი თანამშრომლის სიცოცხლე, არაფერი აღარ დაგვრჩა გამოდით და ერთად გავაპროტესტოთ ის უსამართლობა", - ამბობს ვატო წერეთელი. 

 

თუ ქართულ ოცნებას არ ეყოფა კეთილგონიერება და ახლავე, ამ შეხვედრაზე ისინი არ იღებენ გადაწვეტილებაა ირაკლი ღარიბაშვილის გათავისუფლების შესახებ, მაშინ საზოგადოებამ უნდა გასცეს ადეკვატური პასუხი -. გელოდებით ყველას 6 საათზე, ვიკრიბებით ლექსოსთვის და ვიკრიბებით საქარველოსთვის" - ამბობს ზუკა გუმბარიძე "ფორმულას" გენერალური დირექტორი.

 

თუ რამე ნიშანწყალი არსებობდა ეფემერული დემოკრატიის, 5-ში დასრულდა და დღეს დაესვა საბოლოო წერტილი. ამ ქვეყნის დემოკრატიის მთავარი მამოძრავებელ ძალა არიან მედიები, თქვენი მთავარი გულშემატკივარი და პატრონი არიან მედიები" მიმართავს ნიკა გვარამია მოქალაქეებს და დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.დღეს ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. დღეს ჩვენ მივიღებთ პასუხს რუსთაველზე, 6 საათზე, გჭირდებით თქვენ საერთოდ, თუ არ გჭირდებით - ამბობს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი.