რასა ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია, არ შეიძლება ის იყოს ევროპის სახე - კობახიძე

23.04.24 16:16
რასა ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია, არ შეიძლება ის იყოს ევროპის სახე - კობახიძე

"არ შეიძლება რასა იყოს ევროპის სახე," - ამ განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეზე საუბრისას აკეთებს.

კობახიძე გააღიზიანა ევროპარლამენტარის მიერ დღეს გაკეთებულმა განცხადებებმა სტრასბურგიდან, სადაც იუკნევიჩიენემ დებიძინიზაციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

რასა, რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟი. არ შეიძლება ასეთი ადამიანები დღეს წარმოადგენდნენ ევროკავშირს," - ამბობს კობახიძე.

პრემიერი დღეს ევროპარლამენტარებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს და "გათავხედებული ოდიოზური პოლიტიკოსები" უწოდა. 

მსგავსი სიახლეები