ირაკლი კუპრაძის სასამართლო - რა თქვა და რა გადათქვა მოწმედ მიყვანილმა პოლიციელმა?

24.04.24 13:34
ირაკლი კუპრაძის სასამართლო - რა თქვა და რა გადათქვა მოწმედ მიყვანილმა პოლიციელმა?

გომელაურის უწყება აქციის დარბევის შემდეგ პოლიტიკოსების დააქტივისტების ციხეში გაშვებას მტკიცებულებების გარშე ითხოვს.

სასამართლოში ირაკლი კუპრაძის წინააღდმეგ ჩვენების მისაცემად მიიყვანეს პოლიციელი, რომელიც ირწმუნება, რომ "ლელოს" ლიდერის დაკავების საფუძველი პოლიციელების მიმართ შეურაცხოფა გახდა, თუმცა ამის დამადატურებელი არც კადრები აქვთ და არც სამხრე კამერის ჩანაწერები.

პროცესზე მისული პოლიციელი ამტკიცებდა, რომ კუპრაძე პირადად დააკავა. ლაშა ცქვიტიშვილი ირწმუნებოდა, რომ საკუთარი ყურით ესმოდა, როგორ "აგინებდა" პოლიტიკოსი სამართალდამცველებს და ხედავდა, როგორ ცდილობდა ის სპეცრაზლემების ჯაჭვის გარღვევას. 

ირაკლი კუპრაძემ პოლიციელს ჰკითხა, რა სიტყვებით აგინებდა ის სამართალდამცველებს და ასევე დაინტერესდა, სად იყო ცქვიტიშვილი მაშინ, როდესაც ის იგინებოდა. პოლიციელმა თქვა, რომ სპეცრაზმელების უკან იდგა და კურპაძის გინებაც მკაფიოდ ესმოდა, თუმცა პოლიტიკოსის ვერცერთი შეურაცხყმყოფელი ფრაზა ვერ გაიხსენა, ბოლოს კი მოუწია ეთქვა, რომ ის პოლიციელებს "ღორებს" და "არაადამიანებს" ეძახდა. 

ცდილობდით პოლიციის კორდონის გარღვევას და შეურაცხმყოფელი სიტყვებიც იყო, რომ „გამატარეთ“ და იგინებოდით. რავიცი, ვის აგინებდით, ამათი დედა და ა.შ. გინების ფორმულირება არ მახსოვს, - თქვა დღეს პოლიციელმა. 

ოქმში წერია, რომ ირაკლი კუპრაძე სწორედ ლაშა ცქვიტიშვილმა დააკავა, თუმცა სასამართლო პროცესზე მოწმეს მოუწია ეღიარებინა, რომ პოლიტიკოსის დაკავების გადაწყვეტილება მას არ მიუღია და მეტიც, თქვა, რომ კურპაძს დაკავების მომენტში იქ არ იმყოფებოდა და სპეცრაზმლეებთან ერთად რამდენიმე წუთში აღმოჩნდა. 

ადვოკატის კითხვაზე, რატომ არ ჩაწერა მაშინ ცქვიტიშვილმა იმ სპეცრაზმელების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც პოლიტიკოსი დააკავეს, მოწმემ თქვა, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხა. 

აღსანიშნავია ასევე, რომ შესვენების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ "პირველების" გადამღები ჯგუფი პროცესზე აღარ დაუშვა. 

მსგავსი სიახლეები