ყველა წარმატება, რაც ევროინტეგრაციის გზაზე გავქვს, "ოცნებასთან" ასოცირდება - კალაძე

24.04.24 13:47
ყველა წარმატება, რაც ევროინტეგრაციის გზაზე გავქვს, "ოცნებასთან" ასოცირდება - კალაძე

ევროპარლამენტარების მწვავე განცხადებების შემდეგ კახა კალაძე მაინც ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატება "ოცნების" დამსახურებაა. "ოცნების" გენერალური მდივნის თქმით, ევროპა მხოლოდ შოპინგი და საზღვარგარეთ წასვლა არ არის და მთავარი აქ ევროპული ღირებულებებია. 

მამული, ენა, სარწმუნოება დიდი ქართველი მოაზროვნის, წმინდა ილიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გზა გვაქვს გასავლელი. ევროპა შეიძლება, ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, შოპინგი, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის პირადად და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ეს არის ღირებულებები. ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ. ყველა წარმატება, რაც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს, ასოცირდება იმ გუნდთან, რომელიც "ქართული ოცნება", დემოკრატიული საქართველო ჰქვია", - ამბობს კახა კალაძე.

გუშინ ევროპარალამენტის ტიბუნიდან ევროდეპუტატებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ თქვეს, რომ თუ საქართელოს ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, საქართველოსთან  მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ევროპარლამენტარებმა ქვეყნისთვის არც სტატუსის შეჩერება გამორიცხეს  და სანქციებიც დაანსონეს.     

მსგავსი სიახლეები