დღეს გვყავს 50-ზე მეტი დაზარალებული და 1 გარდაცვლილი - სახალხო დამცველი აქციაზე მივიდა

11.07.21 18:31
დღეს გვყავს 50-ზე მეტი დაზარალებული და 1 გარდაცვლილი - სახალხო დამცველი აქციაზე მივიდა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარლამენტთან აქციაზე მივიდა და ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის გამო სოლიდარობა გამოხატა. ნინო ლომჯარიას თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია მასზე 5 ივლისს მომხდარ ძალადობასთან. 

არ იყო პოლიტიკური ნება რომ მომხდარიყო ამის შეჩერება ეს განაცხადი გააკეთა თავად პრემიერ-მინისტრმა მთავრობსი სხდომაზე დილით, მან მწვანე აუნთო ძალადობრივ ჯგუფებს და თქვა რომ მისცემდნენ იმის საშუალებას რაც უნდოდათ. ამ ჯგუფებს რომ ძალადობრივი გეგმები ჰქონდათ ნათლად ჩანდა, პირდაპირ იყო ძალადობრივი მოწოდებები, სასულიერო პირების მხრიდანაც მოვისმინეთ, თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ ინდივიდუალური მოქალაქეების მიმართ დამდგარ პასუხისმგებლობას. არცერთი პირის მიმართ, როგორც ორგანიზატორის მიმართ დევნა არ არის დაწყებული. არ გაგვიგია შსს-სგან რომ მიმდინარეობს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, შესაბამისად ეს მაფიქრებინებს იმას რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილაბას მოყვა მძიმე შედეგი.  დღეს გვყავს 50-ზე მეტი დაზარალებული და 1 გარდაცვლილი და დიახ, ამ გარდაცვალებას აქვს კავშირი იმ დღეს განვითარებულ მოვლენებთან", - ამბობს ნინო ლომჯარია.