ოფიციალურად: პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24.04.24 13:31
ოფიციალურად: პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა.

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში დაანონსა, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა. 

ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მთავარსარდალმა თქვა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს, რის გამოც რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა ციხეში უნდა იჯდეს. ზურაბიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილებაც განმარტა და სამართალდამცველებს საკუთარი პატივისცემაც დაუდასტურა. პრეზიდენტს არც ის დაუმალავს, რომ შეწყალების მომენტიდან, ხელისუფლების მხრიდან ახალ თავდასხმებს ელოდება.

მსგავსი სიახლეები