"შეთითხნილი საქმე და მორიგი დაშინების მცდელობა" - ბადრი ჯაფარიძე ირაკლი კუპრაძის პროცესზე

24.04.24 13:41
"შეთითხნილი საქმე და მორიგი დაშინების მცდელობა" - ბადრი ჯაფარიძე ირაკლი კუპრაძის პროცესზე

 "მორიგი დაშინების მცდელობა", - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ აღნიშნულს სამართალთან კავშირი აქვს და ხელისუფლება ამ გზით ოპონენტებს სჯის.

ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პროცესზე ბრალდების მხარემ ვერცერთი მტკიცებულების წარდგენა ვერ შეძლო, მოწმედ კი მიჰყავთ პოლიციელები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. 

ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მორიგი დაშინების მცდელობას, იმიტომ, რომ დღევანდელი სასამართლო გახდა „ქართული ოცნების“ ფილიალი და ასრულებს პირდაპირ დავალებებს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირი საერთო იმას, რაც დღეს ხდება, სამართალთან არ აქვს, იმიტომ, რომ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, ჰყავთ ეს აპრობირებული პოლიციელები, რომლებსაც აძლევენ დავალებას, რომ ჩვენება მისცენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც მათ უნდათ, რომ გააწვალონ, დასაჯონ და ა.შ. მორიგი ასეთი სქემაა. არც მისცეს ჩვენს მხარეს უფლება, რომ მოეთხოვა ამ მტკიცებულებების წარმოდგენა. კამერები არის იქ უამრავი. მათ ჩანაწერებზე პირდაპირ გამოჩნდება, რომ ირაკლი კუპრაძე იყო სრულიად უვნებელ პროტესტის მდგომარეობაში დაკავებული, როდესაც ის მშვიდობიანად აპროტესტებდა. არანაირი ძალადობა, ან მოწოდება ან დაუმორჩილებლობა არ ყოფილა, ეს ყველაფერი მოგონილია, შეთითხნილი, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოიყენოს სასამართლო ოპონენტების დასასჯელად, მაგრამ პირიქით, ეს ჩენ უფრო მეტ ენერგიას გვაძლევს, - განაცხადა ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები