"ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ" - "ოცნების" პასუხი ევროპარლამენტარებს

24.04.24 14:01
"ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ" - "ოცნების" პასუხი ევროპარლამენტარებს

 როგორ პასუხობს "ქართული ოვნება" მწვავე კრიტიკას, რომელიც ევროპიდან მოდის. "ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ" - ასეთია ბიძინა ივანიშვილის პარტიის ლიდერების განცხადებები. 

ჩვენ ერთ რამეს ვლამობთ და მივაღწევთ - საქართველო ყოველთვის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუ ვინმე მოინდომებს, რომ უფროსი იყოს, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს მეგობრობის ხელს ვუწვდით. ჩვენი ოპონენტები კი ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ. ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ. ღირსეული მეგობრები ვიქნებით და ყველა იმ საქმეში წავყვებით, რაც საქართველოს ფიზიკურად არ გაანადგურებს და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს. დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით. ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს დღის წესრიგად ნურავინ დაგვიდებს - და მაგალითად, დიდი ილიას მიერ ნათქვამი ტრიადიდან სარწმუნოებას ნუ ამოგვიღებს და ნუ ჩაგვინაცვლებს, ნურავის ხელით. მოკლედ, ომს ნუ მოგვიწოდებს, როგორც ეს 2-3 წლის წინ ხდებოდა"- თქვა დღეს მედიასთან უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. 

გუშინ ევროპარალამენტის ტიბუნიდან ევროდეპუტატებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ თქვეს, რომ თუ საქართელოს ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, საქართველოსთან  მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ევროპარლამენტარებმა ქვეყნისთვის არც სტატუსის შეჩერება გამორიცხეს  და სანქციებიც დაანსონეს.      

მსგავსი სიახლეები