სანქციების არ გვეშინია, ამაზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია - მდინარაძე
სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია , - ასე აფასებს მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების მწვავე გზავნილებს. "ქართული ოცნების" წევრი ირწმუნება, რომ სანქციების არ ეშინიათ, რადგან მათ მთავარ ინტერესს საქართველოს კეთილდღეობა წარმოადგენს.
სანქციები კი არა, სამშობლოსთვის და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას, რა სანქციით უნდა შეგვაშინონ, ჯერ ერთი, წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქცია დააწესოს ევროსტრუქტურამ, წარმოუდგენელია, მარაზმია მათ შორის. [...] სანქციების თქმაც კი მარაზმულია, არა თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, წინასწარ გეუბნებით, სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია, - ამბობს მდინარაძე.
გუშინ ევროპარალამენტის ტიბუნიდან ევროდეპუტატებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ თქვეს, რომ თუ საქართელოს ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, საქართველოსთან მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ევროპარლამენტარებმა ქვეყნისთვის არც სტატუსის შეჩერება გამორიცხეს და სანქციებიც დაანსონეს.