ირაკლი კუპრაძეს სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24.04.24 14:37
ირაკლი კუპრაძეს სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ირაკლი კუპრაძეს  2500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა -  გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

როგორც კუპრაძე ამბობს, მოსამართლემ გადაწყვეტილება "პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების" საფუძველზე მიიღო, სხვა მტკიცებულებები კი არ არსებობდა.

16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ადვოკატი გადაწყვეტილების უსამართლოს უწოედებს და ამბობს, რომ ბრალდების მხარეს "ლელოს" გენერალური მდივნის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონია, ხოლო მოწმე პოლიცილების ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. 

ვერანაირი მტკიცებულებები ვერ მოიტანეს, რომ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი ირაკლის მხრიდან. რაც შეეხება მოწმეებს, ამას უკვე შეჩვეულები ვართ, სამწუხაროდ, რომ ტყუილს ამბობენ ხოლმე პოლიციელები და აქაც იგივე შემთხვევა იყო. სამივე პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, - ამბობს ინტერესების დამცველი. 

მსგავსი სიახლეები