პრეზიდენტს მინდა ძალიან მადლობა ვუთხრა, მჯეროდა, ადამიანურად გაიგებდა იმ ამბავს - ლაზარეს დედა
ოჯახის წევრები ლაზარე გრიგორიადისის მიერ საპატიმროს დატოვებას გლდანის მე-8 დაწესებულებასთან ელოდებიან - ლაზარეს დედა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისთვის მადლობას უხდის.
"ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე დადგა, ლაზარეს ემოციებიც არ ვიცი როგორია. ძალიან მძიმე იყო, ეს 14 დღეც და ეს ერთი წელი და ერთი თვეც. ვფიქრობ, ყველანაირ ზღვარს გადააბიჯეს და ეცადნენ, ლაზარე სამაგალითოდ დაესაჯათ. ვფიქრობ, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა ლაზარე უკანონო პატიმარია და [მოსამართლემ] ბოლომდე გამოიყენა 14 დღე.
პრეზიდენტს მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. მჯეროდა, ის ადამიანურად გაიგებდა იმ ამბავს, რაც ჩვენ თავს დაგვატყდა", - განაცხადა თამთა კალანდაძემ.