სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება - ბოკუჩავა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევაზე

24.04.24 17:30
სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება - ბოკუჩავა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევაზე

სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება - ასე აფასებს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევის ფაქტს.

ბოკუჩავას თქმით, დამოკიდებულება, რომელიც აქვთ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს ქალი კოლეგების მიმართ, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან და მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, რომ მსგავს ფაქტებზე კონკრეტული ფასის გადახდა მოუწევთ.

ეს არის ძალიან სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება ლატვიის მხრიდან. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, მათ შორის, როცა ევროკავშირის წარმომადგენლები შევხდით პარლამენტში, იმიტომ, რომ ის ლექსიკა, დამოკიდებულება, რომელიც აქვთ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს ქალი კოლეგების მიმართ, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიულ, ჩვენს ეროვნულ, ისევე როგორც ევროპულ ღირებულებებთან და მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, რომ მათ მოუწევთ კონკრეტული ფასის გადახდა", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ოდიშარია კონსული აღარ არის - დეპუტატი მედიასთან არ ჩნდება.

ქალი დეპუტატების შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამო, ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოართვეს - გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდა.

ეს გადაწყვეტილება ლატვიამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსული კანონის განხილვის დროს "ოცნების" დეპუტატმა სხდომათა დარბაზში ქალ დეპუტატებს აგინა და მათ მიმართ უხამსი შეფასებები გააკეთა.

მსგავსი სიახლეები