თუ შსს ასეთი განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს, მეტ გაბრაზებულ ადამიანს მიიღებს თბილისის ქუჩებში - ნარმანია

24.04.24 17:26
თუ შსს ასეთი განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს, მეტ გაბრაზებულ ადამიანს მიიღებს თბილისის ქუჩებში - ნარმანია

"შსს-ს ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეჟიმი არის შეშინებული, დასუსტებული და ეშინია ქართველი ახალგაზრდების" - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია გომელაურის უწყების განცხადებას.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთი განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს, უფრო მეტ გაბრაზებულ ადამიანს მიიღებს თბილისის ქუჩებში.

შსს-ს ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეჟიმი არის შეშინებული, დასუსტებული და ეშინია ქართველი ახალგაზრდების, რომლებიც თვითორგანიზებით გამოდიან თბილისის ქუჩებში და თვითორგანიზებით გამოხატავენ პროტესტს ქალაქში, ამიტომ რაც არ უნდა განცხადება გააკეთოს შსს-მ, სუს-მა და „რუსული ოცნების“ მესვეურებმა, ამ ხალხს არ გააჩერებს არაფერი. თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის თბილისის ქუჩებში და აპროტესტებს იმ უმსგავსობას, რასაც სჩადის „რუსული ოცნება“, ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროტესტის გაჩერებას კი არა, უფრო მეტ მუხტს უნდა ველოდეთ. თუ შსს, სუსი ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, უფრო მეტად გააბრაზებენ ამ ხალხს და უფრო მეტ გაბრაზებულ ადამიანს მიიღებს თბილისის ქუჩებში.“ - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

რეპრესიები და დაკავებების სერია დაანონსებულია - გომელაურის უწყება რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს აშანტაჟებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, ფაქტობრივად, აქციების გამართვას უკრძალავს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ აქციაზე ცოტა ხალხი დგას, ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ გზას გადაკეტავენ, ყველს დააკავებენ.

"იდენტიფიცირებული იქნება ყველა, ვინც შეკრებილებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებს" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები