ქუთაისში გვაქვს შეხვედრა, სხვადასხვა ქალაქებში ჩავალთ, სადაც მოსახლეობასთან გვექნება განხილვა, რატომ არის ეს კანონი რუსული - ხაბეიშვილი
„ქუთაისში გვაქვს შეხვედრა - არა რუსულ კანონს, კი ევროპას! ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ჩვენდა სამწუხაროდ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროპული მომავალი", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, სხვადასხვა დიდ ქალაქებში ჩავლენ, რათა მოსახლეობას აუხსნან, რატომ არის კანონი რუსული.
„ქუთაისში გვაქვს შეხვედრა - არა რუსულ კანონს, კი ევროპას! ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ჩვენდა სამწუხაროდ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირზე თქვას უარი და შესაბამისად, ეს კანონიც უკავშირდება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროპული მომავალი, უარი ათქმევინოს ევროკავშირზე და შესაბამისად, ცხადია ჩვენ სხვადასხვა დიდ ქალაქებში ჩავალთ, სადაც შევხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და გვექნება განხილვა თუ რატომ არის ეს კანონი რუსული, რატომ არის შემაფერხებელი ევროკავშირის გზაზე და ამას ხედავს ყველა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებისგან ირკვევა, რომ ევროკავშირი უბრალოდ არ მიგვიღებს იმ შემთხვევაში თუ მივიღებთ ისეთ კანონებს, რომლებიც იქნება რუსული, არ იქნება თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე ორიენტირებული.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.