ივანიშვილის კოშმარი რეალობად იქცა, დღეს მთელი საქართველო რუსეთს არას ეუბნება - სოფო ჯაფარიძე

24.04.24 19:15
ივანიშვილის კოშმარი რეალობად იქცა, დღეს მთელი საქართველო რუსეთს არას ეუბნება - სოფო ჯაფარიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კამპანია საქართველოს დიდ ქალაქებში -  ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობას რუსული კანონის შესახებ ესაუბრებიან.

ამ წუთებში, მესხიშვილის თეატრის წინ "ოცნების" საშიში კანონის წინააღმდეგ აქცია იმართება. ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული მოსახლეობის პროტესტს ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძეც უერთდება.

"ივანიშვილის კოშმარი რეალობად იქცა" - ამბობს მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი და დასძენს, რომ "დღეს მთელი საქართველო რუსეთს არას ეუბნება".

დღეს ვართ ჩამოსულები ქუთაისში. შევხვდით ძალიან ბევრ ადამიანს. ძალიან დიდი მუხტია და კიდევ ერთხელ, აქაც და მთელს საქართველოში ჩავალთ და შევხვდებით ყველას. დიდი ხნის განმავლობაში ვიარე, უამრავ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია და ყველას აზრი ერთია. უკლებლივ, ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული საქართველო მე ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. დღეს მთელი საქართველო ეუბნება რუსეთს ჩვენს ქვეყანაში არას. დღეს ბიძინა ივანიშვილის კოშმარი რეალობად იქცა და ის ხედავს, რომ ყველა ვართ ერთად. მთელი საქართველო ერთად დგას. დღეს ეს არის სრულიად ზეპარტიული დღევანდელი მოცემულობა. დღეს ერთად ვდგავართ პოლიტიკოსი, ექიმი, მასწავლებელი, მსახიობი და ყველა, მთელი საქართველო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასე ერთ მუშტად შეკრულები დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში და ეს ისე ახლოს არის, როგორც არასდროს", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

 

 

 

მსგავსი სიახლეები