ახალგაზრდების წინააღმდეგ რეპრესიები დაანონსებულია - გომელაურის უწყების მუქარა აქციის მონაწილეებს
ახალგაზრდების წინააღმდეგ პოლიციის სახელით რეპრესიები დაანონსებულია. გომელაური რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს აშანტაჟებს და ემუქრება. სტუდენტების პროტესტით შეშინებულმა ხელისუფლებამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და პრაქტიკულად, აქციების აკრძალვაზე გადავიდა.
"ვინც გზას გადაკეტავს, ყველას დააკავებენ" -ეს გზავნილი სტუდენტებმა შს სამინისტროდან დღეს მიიღეს. პასუხმაც არ დააყოვნა - "ვიქნებით უფრო ბევრნი და პროტესტი იქნება უწყვეტი" - შეუთვალეს გომელაურს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა. ახლა საინტერესოა, რას იზამს ძალოვანი უწყება. ცოტა ხანში გამოჩნდება, ემსახურებოდა თუ არა შანტაჟის ენით საუბარი სტუდენტების დაშინების მცდელობას.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.