მიქაუტაძე ახალ სკანდალში ეხვევა - გავლენიანი მოსამართლე დოკუმენტების სავარაუდო გაყალბებაშია ბრალდებული
გავლენიანი მოსამართლე მიქაუტაძე ახალ სკანდალში ეხვევა. დაუსაბუთებელი დიდი ქონების ამბავი დასრულებული არც იყო, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კიდევ ერთ ხმაურიან საქმეში ამხილეს. ოფიციალური დოკუმენტებით, რომელიც თბილისის ყოფილმა პროკურორმა გაასაჯაროვა, ირკვევა, რომ გიორგი მიქაუტაძემ დედის მფლობელობაში არსებული კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, გააყალბა.
ირკვევა, რომ მიქაუტაძის დედამ, რომელიც კომპანია ბახტრიონის მეწილეა, ორი წლის განმავლობაში რეალურად იმაზე რვაჯერ ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე ეს კომპანიის დოკუმენტებშია მითითებული. ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ კლანის მოკავშირე მოსამართლე დედის კომპანიის დოკუმენტების გაყალბებით პირადად იყო დაინტერესებული. რადგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ როგორმე უნდა დაასაბუთოს იმ დიდი ფულის წარმომავლობა, რომელსაც დეკლარაციაში როგორც დედისგან ნაჩუქარს ისე უთითებს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.