სტატუსჩამორთმეული ოდიშარია გაუჩინარებულია - "ოცნების" დეპუტატს ქალების გინება მძიმე ფასი დაუჯდა

24.04.24 20:39
სტატუსჩამორთმეული ოდიშარია გაუჩინარებულია - "ოცნების" დეპუტატს ქალების გინება მძიმე ფასი დაუჯდა

 

სტატუსჩამორთმეული ბექა ოდიშარია გაუჩინარებულია - ქალების გინება "ოცნების" დეპუტატს მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდა. ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის  თანამდებობა ჩამოართვეს. რაც არ გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, გააკეთა სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მაგინებელი და ბილწსიტყვაობით გამორჩეული დეპუტატისთვის ერთი სიმბოლური სანქციაც კი არ აამოქმედა.

საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი დეპუტატის წინააღმდეგ სასჯელი  უცხო ქვეყანამ დააწესა. ამ გადაწყვეტილების გასაჯაროვების შემდეგ ოდიშარიას დამცველების რიგში ჩადგნენ "ოცნების" სხვა დეპუტატები, რომლებიც ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ლატვიის, როგორც ვროკავშირის წევრი ქვეყნის ევროპულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები