ვინ არიან "ოცნების" პოზიციის მხარდამჭერი ევროპარლამენტარები
"ოცნების" გამიზნული თვითიზოლაცია. რუსეთთან მარტო დარჩენილი საქართველოს ხელისუფლება და ევროპა, რომელმაც ოლიგარქის მთავრობას ზურგი აქცია. ევროპარლამენტის 750 დეპუტატიდან "ოცნებამ" მხოლოდ 2 პარლამენტარი იპოვა, ვინც სტრასბურგში მათ პოზიციას დაიცავდა. თუმცა ყველაზე საინტერესოა, ვინ არიან ეს დეპუტატები. მიკ ვოლასი და კლერ დეილი. ევროპარლამენტარები, რომლებიც საკუთარმა პარტიამაც კი გარიცხა. ორივე რუსეთის ღია ლობისტები, რომლებიც პუტინის ომს ამართლებენ და ამბობენ, რომ მოსკოვი უკრაინისგან თავს იცავს.
ამ ორი პრორუსი ევროპარლამენტარის გარდა "ქართული ოცნება" ხსნას ახლა უნგრეთშიც ეძებს. ასევე პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირეა. ამიტომ ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სასწრაფოდ ბუდაპეშტში გაემგზავრა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული კანონის ლობირებაში მას ევროკავშირიდან გარიყული ორბანი დაეხმაროს. ანალოგიური კანონის გატანა უნგრეთის პრემიერსაც სურდა, თუმცა ბრიუსელმა ორბანის ანტიევროპული ინიციატივა დაბლოკა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.