ან რუსული კანონი, ან ევროკავშირი - ივანიშვილის ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას

24.04.24 20:17
ან რუსული კანონი, ან ევროკავშირი - ივანიშვილის ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას

 

ან რუსული კანონი, ან ევროკავშირი - ივანიშვილის ხელისუფლება ახლა ამ არჩევანის წინაშე დგას. "ქართული ოცნების" რუსული კანონი შესაძლოა, ჩვენს ქვეყანას მძიმე ფასი დაუჯდეს. სანამ   ივანიშვილის გუნდი პუტინისტურ პროექტზე უარს არ იტყვის, იქამდე ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, არ დაიწყოს. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა დიდი ხნით გაიყინება. ამ ჩანაწერით რეზოლუციას ხვალ ევროპარლამენტი კენჭისყრაზე დააყენებს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას. რადგან დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ ამ კანონით ევროკავშირთან დაახლოება წარმოუდგენელია. ის არის რუსული კანონის გაგრძელებადა სრულად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. ამ უმწვავესი გზავნილების გამო ევროპარლამენტარებს დღეს "ოცნებამ" თბილისიდან ნამდვილი ომი გამოუცხადა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები