ციხით ვერ გატეხეს და ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ ახალი ძალებით იწყებს - ლაზარეს რუსთაველზე ელოდებიან

24.04.24 20:01
ციხით ვერ გატეხეს და ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ ახალი ძალებით იწყებს - ლაზარეს რუსთაველზე ელოდებიან

 

ლაზარეს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან. მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ახალგაზრდა   
აქტივისტი პატიმრობის შემდეგ  ბრძოლას ისევ რუსული კანონის წინააღმდეგ იწყებს. ლაზარე, ვისაც "ოცნებამ" ნამდვილი სადამსჯელო სპეცოპერაცია მოუწყო, ამ პოლიტიკური სასჯელისგან საქართველოს პრეზიდენტმა იხსნა.  ამიტომ თავისუფლებაზე მყოფმა პირველი საჯარო მადლობა სწორედ  სალომე ზურაბიშვილს გადაუხადა.

ყველაფერი ისევ თავიდან და  განახლებული ძალებით იწყება.  ციხიდან გამოსული ლაზარეს ყველა ფრაზა მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ახალგაზრდა აქტივისტი, რომელსაც  მთელი სისტემა დაუპირისპირდა და  მრავალი წლით პატიმრობისთვის ყავდათ განწირული,  ციხემ ვერ გატეხა.  ბრალი არასდროს უღიარებია და არც ახლა გრძნობს თავს დამნაშავედ. ის საკუთარი სიმართლის დასადგენად სამართლებრივ ბრძოლასაც  აანონსებს.

 გათავისუფლებულ ლაზარესთან პირველი ინტერვიუ ნანუკა ქაჯაიამ ჩაწერა.

მსგავსი სიახლეები