ლაზარე ფრთხილად უნდა იყოს, აქციაზე რაიმე პროვოკაცია არ მოუწყონ - გიგი უგულავა
პოლიტიკოსი, გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ ციხიდან გამოსულ მარტის აქციების მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადიის პროვოკაცია მოუწოს ხელისუფლებამ, ამიტომ ლაზარეს მოუწოდებს, ფრთხილად იყოს.
უგულავას თქმით, დღევანდელ მმართველ გუნდს "გონი არ მოეკითხება" და ყველაფერზეა წამსვლელი, თუმცა პოლიტიკოსი ამბობს, რომ ხალხის აზვირთებული ტალღა ივანიშვილის ხელისუფლებასაც დაასრულებს და რუსული კანონის მიღებასაც არ დაუშვებს.
ჩანს, რომ ლაზარე გადაქცეული ჰყავდა სამიზნედ, ცდილობდნენ მის დემონიზაციას. ამიტომ უნდა ფრთხილად იყოს. იმიტომ, რომ მე არ გამოვრიცხავ, ამათი ფსკერი აღარ არსებობს, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რაიმე პროვოკაცია მოუწყონ, როდესაც ის აქციაზე იქნება. ამათ გონი აღარ მოეკითხებათ. თუ ეს კანონი არ იქნა გაჩერებული, იმხელა ტალღა იქნება ადამიანების, რომ მთელი საქართველო ივანიშვილს ეტყვის არას. ბოლო ეტაპი არის ვეტოს გადალახვის დღე, ვეტო არის ბოლო რუბიკონი.", - ამბობს გიგი უგულავა "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში.