შვილებს არ გაგალახინებთ! ბოლომდე ვიდგებით რუსთაველზე - უგულავა
შვილებს არ გაგალახინებთ! ბოლომდე ვიდგებით რუსთაველზე - ასე მიმართა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ "ოცნების" ხელისუფლებას "ტვ პირველის" პრიდაპირი ეთერიდან.
უგულავამ "საჯარო პოლიტიკაში" თქვა, რომ როდესაც შვილების თაობა დედაქალაქის მტავარ გამზირზე დგას, იქ უკვე ხალხს სხვა არჩევანი არაფერი აქვს, გარდა იმისა, რომ თავადაც გავიდეს და გვერდით დაუდგეს მათ.
აქციაზე, როგორც მსობელი ისე მივდივარ, არც ვიცოდი, ისე წავიდნენ ჩემი შვილები აქციაზე. ამიტომ, შვილებს არ გაგალახინებთ, არ დაგაჩაგვრინებთ! იქ ვიქნები ბოლომდე, რაღა მაქვს დასაკარგი, ჩემი შვილები იქ არიან, მათი მეგობრის და ჩემი მეგობრის შვილები იქ არიან, იმიტომ, რომ მათი მეგობრების შვილები ნახევარი ჩემი შვილების მეგობრებიც არიან . ეს უბედური ქვეყანა პატარაა და რას აკეთებს ეს ივანიშვილი", - განაცხადა უგულავამ.