რაში აწყობს "ოცნებას" საარჩევნოდ რუსული კანონი - ნატალია საბანაძე სავარაუდო სცენარზე საუბრობს
რაში აწყობს "ოცნებას" რუსული კანონი - ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე "ტვ პრიველის" პირდაპირ ეთერში ხელისუფლების სავარაუდო სცენარზე საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნება" საარჩევნო ველს ისუფთავებს, რადგან საბანაძის ვარაუდით, თუ სადამკვირვებლო მისია, ადგილობრივი დამკვირვებლები ზედმეტად კარგად დააკვირდებიან არჩევნებს და დარღვევებზე მიუთითებენ, მათ უცხოური გავლენის გატარება შეიძლება დააბრალებენ.
დიპლომატი ამ მხრივ პარალელს ავლებს რუსეთსა და საქართველოს შორის და აცხადებს, რომ სწორედ ასე იბრძვიან რუსეთში ხელიფლების უვადო ვადით შენარჩუნებისთვის.
მისი თქმით, სწორედ ეს მიზანი აქვს საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს, უალტერნატივო და რეალურად, უვადო ბატონობა.
აქ ძალიან აქტიურად დგას ხელისუფლების შენარჩუნების თემა. იგივე მოტივია, რაც იყო რუსეთში და ამას არც მალავენ. ჩბვენს შემტხვევაში სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, თქვენ, მე, ყველა, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს დისკომფორს უქმნის ამ ხელისუფლებას, მთლიანად უნდა მოასუფთავოს საზოგადოებრივი ველი ყველანაირი წინააღმდეგობისგან და გააკეთოს ეს არჩევნებისთვის და მას მერეც, იმიტომ, რომ აქ დადგება საკითხი, როგორ შეფასდება ეს არჩევნები, რა რეაქციები იქნება, სადამკვირვებლო მისიები რას იტყვიან, ადგილობრივი დამკვირვებლები რას იტყვიან, ამიტომ წინასწარ მოხდება მათი დისკრედიტაცია. ყველა, ვინც იტყვის, რომ შეიძლება ზედმეტად კარგად დააკვირდნენ არჩევნებს, მათ უცხოური გავლენის გატარება შეიძლება დააბრალონ.
რომ ვამბობთ, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღონ, დიახ, ჩვენ არჩევნებისთვისაც ვიბრძვით და ვიბრძვით იმ უკიდურესი შესაძლებლობების დატოვებისთვისაც, რომ თუ არჩევნები არ ჩატარდება ისე როგორც საჭიროა, მაშინ ხალხს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ პროტეტსტი გამოხატონ. ეს არ არის აუცილებლად რევოლუცია, თუმცა, ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება იწვევს დესტაბილიზაციას, გადატრიალებას და ა.შ. ანუ, რეალურად, როგორც რუსეთში ისე. რუსეთში ეს იყო გათვლილი ე.წ. ფერადი რევოლუციების თავიდან ასაცილებლად, რომლის სრული ფობია აქვს პუტინს. ჩვენს ხელისუფლებასაც ამის ფობია აქვს ახლა, რადგან უალტერნატივო და რეალურად, უვადო ბატონობის შენარჩუნება სურს", - განაცხადა ნატალია საბანაძემ გადაცემა "პირველ ხაზში".