"ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით მიღო"- "ოცნება" ამტკიცებს, რომ "რუსული კანონი მხოლოდ რუსეთშია"
"ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი "ქართულია" - "რუსული კანონი არ არსებობს, რუსული კანონი არის რუსეთში" - უთხრა მედიას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
მმართველ გუნდში ისევ ამტკიცებს, რომ მათი მიზანი "გამჭვირვალობაა და მეტი არაფერი".
ამ კანონის მიზანი გახლავთ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. იქნება ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საია და სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო და მედია სექტორს წარმოადგენს. დაფინანსების 20% თუ უცხოეთიდან მომდინარეობს, ისინი იქნებიან ვალდებული დარეგისტრირდნენ რეესტრში. ერთადერთი, რისი პასუხისმგებლობაც ექნებათ ამ ორგანიზაციებს, გამოააშკარაონ შემოსავლები და ხარჯები“,-განაცხადა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილმა დღეს იერიში იმ ევროპარლამენტარებზეც მიიტანა, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ კანონი ევროპულ მსულისკვეთებას არ ასახავს:
"ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით მიღო"- ამბობს ის.
„ევროპარლამენტში არაერთგზის მოუთხოვიათ კრიმინალ სააკაშვილის გათავისუფლება. ამის გარეშე ყოფილა პირდაპირი მუქარა, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა. ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით მიღო, ასევე საქართველოს ინტეგრაციის სრული პერსპექტივით ევროკავშირში. ვერავინ ვერ წარმოიდგენს, რომ გამჭვირვალეობის მოთხოვნა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ევროპული ღირებულებისადმი ერთგულება შესაძლებელია გახდეს რაიმე ფორმით ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემაფერხებელი, მითუმეტეს, რომ ამ საუბრების გარდა, რეალური ერთი არგუმენტი მაინც, რატომ შეიძლება იყოს ეს კანონპროექტი საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, არავის, მათ შორის ევროპარლამენტარებს არ წარუდგენიათ. რა თქმა უნდა, ევროპული ღირებულებები არის მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალეობა, კანონის უზენაესობა“,-განაცხადა მათიკაშვილმა.