ჩვენი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა - კობახიძე უნგრეთში
ჩვენი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე განაცხადა.
ორიოდე დღის წინ, ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება სიტყვებით"- თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის მტკიცებით, „ე.წ. ლიბერალები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ებრძვიან ქრისტიანობას“.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა. ორიოდე დღის წინ, ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება სიტყვებით - მამული, ენა, ერთობა შეცვალეს და ამოიღეს რელიგია, რწმენა ამ სამებიდან.
ე.წ. ლიბერალების კონცეფციით, არა მხოლოდ ქვეყანასა და ერს, ცალკეულ ადამიანსაც კი არ უნდა ჰქონდეს რაიმე მყარი იდენტობა. არ უნდა არსებობდეს რაიმე მორალური ზღვარი ადამიანის პირად ცხოვრებაში. ამ პროპაგანდას აქვს შემაშფოთებელი შედეგები როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. როგორც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, აშშ-ში და ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში, 18-25 წლის მოსახლეობის, დაახლოებით, 20 პროცენტი საკუთარ თავს ლგბტ პირად აცხადებს. ეს მაჩვენებელი სამჯერ ნაკლებია 26-32 წლის ასაკის ახალგაზრდებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდამ ლგბტ პირების რაოდენობა სულ რაღაც 7 წელიწადში გაასამმაგა,“- აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერის მტკიცებით, რისკების წინაშე ყველაზე მეტად ევროპა და აშშ დგანან, სადაც ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას ყველაზე ფართოდ აქვს ფესვები გადმული.
"დღეს ე.წ. ლიბერალები აყენებენ რისკის ქვეშ ქვეყნებისა და ერების იდენტობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამგვარი რისკების წინაშე ყველაზე მეტად ევროპა და აშშ დგანან, სადაც ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას ყველაზე ფართოდ აქვს ფესვები გადმული.
უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნული იდენტობას, თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი".