მაგრები ხართ - მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს

25.04.24 12:37
მაგრები ხართ - მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს

მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ - მიხეილ სააკაშვილი იმ ქართველ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ:

მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ და ბოდიში, თუ დაგაკელით კიდევ რაღაც, მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ გამომეყვანეთ რუსული გავლენის სფეროდან, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ თქვენ გაზრდილიყავით არაკორუმპირებულ გარემოში და არ გქონოდათ ელემენტარული რაღაცების ნაკლებობა - შუქი, უწყლობა, სიცივე და უბრალოდ შიმშილი" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს მესამე პერეზიდენტის განცხადებით, ანტირსულ აქციებზე მისი შვილიც დგას. მან ახალგაზრდების მშიბლებს მიმართა და მოუწოდა, რომ შვილებს გვერდით დაუდგნენ. 

მისი თქმით, ახალგაზრდები მაშინ გამოვიდნენ ქუჩაში, როცა "საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე დაემუქრა". 

თქვენ თქვენ შვილთაშვილებს მოუყვებით ძალიან სიამაყით რომ როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე დაემუქრა, სწორედ თქვენ, ქართველმა ახალგაზრდებმა გადაარჩინეს საქართველო, მისი სახელმწიფოებრიობა და საქართველო არის თავისუფალი და წარმატებული იმის გამო, რომ თქვენ არ იყავით გულგრილები"- დასძინა სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები