სააკაშვილი ოპოზიციას: ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია

25.04.24 12:42
სააკაშვილი ოპოზიციას:  ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია

"პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ყველა წყენა, წვრილმანი კინკლაობა და მითუმეტეს პირადი ამბიცია, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს"- ამის შესახებ საქართვეელოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილი ისევ საერთო სიაზე საუბრობს და ამბობს, რომ საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ წაიყვანონ ქვეყანა უკეთესობისკენ: 

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად  არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა. " ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილმა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში პრესკონფერენციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ი ევროპარლამენტი მის გათავისუფლებას ითხოვს: 

ამ წუთებში მიმდინარეობს ევროპარლამენტში პრესკონფერენცია, სადაც არის ზურაბ ჭიაბერაშვილი, დედაჩემი გიული ალასანია და მას ასევე გვერდზე უდგანან ევროპარლამენტარები. ევროპარლამენტი ითხოვს ჩემს გათავისუფლებას, არა იმიტომ, რომ საქმე ჩემშია - საქმე არის პრინციპში, რომ პუტინს არ უნდა გაუვიდეს, რუსეთს არ უნდა გაუვიდეს. აქ არ უნდა არსებობდნენ სინდისის პატიმრები"- დასძინა სააკაშვილმა. 

მისივე თქმით, მისი მთავარი ამოცანა ერთობისთვის ხელის შეწყობაა: 

ჩემი ამოცანა დღეს არის როგორც არასდროს ამ ერთობისთვის ხელის შეწყობა. ყველანაირი პირადი ამბიცია მე გადავდე გვერდით, როდესაც საქართველოში ჩამოვედი. მე ვიცოდი, რაზე მივდიოდი. როგორც შემიძლია ვიღებ მონაწილეობას თქვენთან ერთად, გულით, სულით, ჩემი მომხრეების მობილიზაციით იმაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ და ეს ასეც მოხდება აუცილებლად,“ - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები