ყველანი ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის, ის არის ერთი ხელის გაწვდენაზე - მიხეილ სააკაშვილი
"მაქსიმალურად ყველანი ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის, ის არის ერთი ხელის გაწვდენაზე"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" კონტრაქციაზე საჯარო მოხელეების იძულებით ჩამოყვანას "სამარცხვინო უწოდა":
ხომ ხედავთ როგორ შეიცვალა მსოფლიო სიტუაცია, ხო ხედავთ, როგორ უჭირს ამათ პატრონს, ხო ხედავთ, როგორ შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან.
აღლუმში თქვენი ჩართვით და ძალით ჩამოყვანით გამცირებენ თქვენ, თქვენს ოჯახებს და გამცირებენ იმაშიც, რომ მომავალში ეს იქნება დიდი სამარცხვინო აქტი..." ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, არასწორია შედარება, თითქოს მისი ხელისუფლებაც უწყობდა ხალხს კონტრაქციებს:
"არასდროს ჩვენ არ მოგვიწყვია კონტრაქცია ოპოზიციისთვის. დიახ ვაწყობდით საარჩევნო მიტინგებს, მათ შორის, იყო წარმატებულიც და არცთუ წარმატებული მიტინგებიც, მაგრამ ეს იყო საარჩევნო შეხვედრები, რომელიც ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.
2009-ში მრავალი თვე თბილისის გადაკეტილი ჰქონდათ კარვებით. არამხოლოდ ძალა არ გამოგვიყენებია, არამედ მე თვითონ გადავედი პრეზიდენტის სასახლიდან, გადავედი სულ სხვა შენობაში და დავუთმე მთლიანად ცენტრი მომიტინგეებს. ჩვენ მაშინ დავუთმეთ მათ ყველაფერი. რატომ ამას არ იხსენებენ? არ არის მოსახერხებელი?" ამბობს მიხეილ სააკაშვილი.