პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25.04.24 13:13
პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება -   გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც  სააკაშვილის ჩართვის დასრულების შემდეგ, დარბაზში მყოფებმა სხდომა შეძახილებით - "მონებო", "გაათავისუფლეთ უდანაშაულო პრეზიდენტი" დატოვეს.

 მსგავსი ქცევები სასამართლოს მიმდინარეობას ხელს უშლის - თქვა მოსამართლემ. 

ამ წუთებში, სასამართლოში ჩვენებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აძლევს.

მსგავსი სიახლეები