თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია თქვენს მიტინგზე მივიდეს... - კალაძე "ოცნების" კონტრაქციაზე საჯარო მოხელეების მობილიზებაში პრობლემას ვერ ხედავს

25.04.24 13:22
თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია თქვენს მიტინგზე მივიდეს... - კალაძე "ოცნების" კონტრაქციაზე საჯარო მოხელეების მობილიზებაში პრობლემას ვერ ხედავს

მზადება რუსული კანონის მხარდამჭერი აქციისთვის. რა გეგმა აქვს პროტესტის რეჟიმში გადასულ საქართველოს ხელისუფლებას 29 აპრილისთვის? ივანიშვილის გუნდი აღიარებს, რომ მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაწყებული. 

თბილისში ჩამოჰყავთ საჯარო მოხელეებიც, თუმცა ხელისუფლება ამაში პრობლემას ვერ ხედავს. მეტიც, კახა კალაძის თქმით, თუ მერიაში დასაქმებულ ნანა მალაშხიას რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე გასვლა შეუძლია, რატომ უნდა იყოს პრობლემა "ოცნების ზეიმზე" ხალხის გასვლა.

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ვინც კი ორშაბათს რუსთაველზე იდგება, ყველა გულწრფელად დაუჭერს მხარს ქვეყანაში რუსული კანონის მიღებას. 

სხვაგანაც შეუძლიათ აქცია გამართონ, ხელს არავინ არ შეუშლით. რაც შეეხება 29-ის შეკრებას, მთავარი სათქმელი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა. აქცია არის 8 საათზე, სამუშაო საათები მთავრდება 7 საათზე, შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ არის, ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოვიდნენ. თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ დათრგუნოთ ეს ადამიანები და მე მინდა ყველას მოგიწოდოთ მეგობრებო, არ მოუსმინოთ, იმოქმედეთ, როგორც თქვენი გული გიკარნახებთ. საჯარო მოხელესაც, რა თქმა უნდა, აქვს უფლება და შესაძლებლობა, რომ მოვიდეს და დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას. წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, თქვენს საახლობლოსაც, რაც შეიძლება მეტი მოდით. თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია თქვენს მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, თუ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რატომ არ შეუძლია ვინმეს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მისვლა? ჩვენ არავის არ ვაიძლებთ. როგრო შეიძლება დღეს, 2024 წელს ვინმე იძულებით სადმე წამოიყვანო", - ამბობს კახა კალაძე.

 


 

მსგავსი სიახლეები