სამარცხვინოები, ჩალის ფასი აქვს მათ რეზოლუციას - კალაძის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე

25.04.24 13:44
სამარცხვინოები, ჩალის ფასი აქვს მათ რეზოლუციას - კალაძის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე

ფაქტმა, რომ ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, კახა კალაძე გააღიზიანა. 

მან ფაქტს "სამარცხვინო უწოდა". 

არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი. ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს, - ამბობს "ქართული ოცნების" ლიდერი. 

“მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები. სამარცხვინოს დავარქმევდი, თუმცა კარგად ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, “ფარას” დოკუმენტში ყველაფერი იქნება ასახული. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი” არის დემოკრატიული, ერთადერთი, რასაც ითხოვს, გამჭვირვალობაა და დეკლარაციის წარდგენა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს საიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები. ასეთი რეზოლუციები გვინახავს. გახსოვთ, გასული თვეები. ამოიღეთ და ნახეთ, რას იღებდნენ. არაფერი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს. გვახსოვს, როდესაც მოგვიწოდებდნენ თუ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა ქვეყანა, თუ სანქციებს არ შეუერთდებოდა ქვეყანა, დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ქვეყანას ვიცავთ, ვიცავთ ხვალინდელ დღეს. ის, რასაც დღეს ვისმენთ რეზოლუციებით და განცხადებებით, ძალიან დაშორებულია დემოკრატიას”,-აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები